გიორგი კვირიკაშვილი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ოფიციალურ ვახშამზე მასპინძლობს - Palitra News

გიორგი კვირიკაშვილი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ოფიციალურ ვახშამზე მასპინძლობს

2017-07-31 22:03:05+04:00

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, მეუღლესთან ერთად, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსსა და ამერიკის დელეგაციას ოფიციალურ ვახშამზე მასპინძლობს.სტუმრებმა ფუნიკულიორიდან თბილისის ხედები დაათვალიერეს და ერთობლივი სამახსოვრო ფოტო გადაიღეს. მხარეებმა ასევე გაცვალეს საჩუქრები.პრემიერ-მინისტრმა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს საქართველოს ისტორიის ამსახველი ფოტოგამოფენა დაათვალიერებინა.