საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ დანიშნული ირინა იმერლიშვილი თავის საქმიანობის მთავარ პრეროგატივად საკონსტიტუციო სასამართლოსადმი ნდობის აღდგენას მიიჩნევს.ხოლო გიორგი კვერენჩხილაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ყველა ღონე უნდა მიმართონ იმისაკენ, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ ღირსეულად უზრუნველყოს მისი კონსტიტუციისმიერი ფუნქციის განხორციელება და ავტორიტეტის დაცვა, რაც პირველ რიგში თავად საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწვეტილებებში უნდა იყოს გამოხატული. უშიშროების საბჭოს მდივანი ირინა იმერლიშვილი და გიორგი კვერენჩხილაძე გიორგი პაპუაშვილსა და კონსტანტინე ვარძელაშვილს შეცვლიან, რომელთაც უფლებამოსილების ვადა 30 სექტემბერს ეწურებათ.