გიორგი ქობულია - ტოტალური აბსურდია, თითქოს, მინისტრად სხვისი ნაშრომის გამო დამნიშნეს - Palitra News

გიორგი ქობულია - ტოტალური აბსურდია, თითქოს, მინისტრად სხვისი ნაშრომის გამო დამნიშნეს

2019-05-15 18:01:45+04:00

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი გიორგი ქობულია „ტოტალურ აბსურდს“ უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, თითქოს მისი თანამდებობაზე დანიშვნა „მაკინზის“ მიერ ჩატარებული კვლევის გამო მოხდა. როგორც მან პარლამენტში, ღია ფორმატში შეხვედრისას განაცხადა, მისი დანიშვნა თანამდებობაზე ნაშრომის გამო არ მომხდარა, არამედ გუნდმა მასზე იმიტომ შეაჩერა არჩევანი, რომ მათ სჭირდებოდა ძლიერი ტექნოკრატი.