არსებობს ფაქტები, რომ მსოფლიოში ხორბლის ფასმა აიწია, რა თქმა უნდა, ეს ჩვენი პურის ფასზე მოქმედებს,- ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ ჟურნალისტებს პურის გაძვირებასთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ განუცხადა. მისი თქმით, მთავრობა აღნიშნულ საკითხს ყურადღებით აკვირდება. შეგახსენებთ რამდენიმე დღის წინ საქართველოში პურის ფასმა 5-10 თეთრით მოიმატა. პრემიერმა აღნიშნული საკიტხის შესწავლა კონკურენციის სააგენტოს დაავალა.