"მმართველ გუნდში დისკუსიისას მართლაც მიწოდეს "უცხო სხეული", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილმა მინისტრმა გიორგი ქობულიამ პარლამენტში ღია ფორმატში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
კითხვაზე, კონკრეტულად ვინ უწოდა მას უცხო სხეული, გიორგი ქობულიამ განაცხადა, რომ არაერთმა. რაც შეეხება მის თანამდებობიდან გათავისუფლებას, როგორც ქობულიამ აღნიშნა ეს არ უკავშირდებოდა ერთ ან ორ საკითხს, არამედ ეს უკავშირდებოდა საკითხების წყებას, რომელთა შესრულებას დაჟინებას მოითხოვდა. როგორც ქობულია აღნიშნავს, იყო საკითხები, რაზეც საერთო ენა მთავრობასთან ვერ იპოვა