ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი გიორგი ქობულია ფიქრობს, რომ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის მიმართ ბრალის წარდგენა მის ბიზნესზე ნეგატიურად აისახება. რაც შეეხება ანაკლიის პროექტს, ქობულიას არ მიაჩნია, რომ ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძის მიმართ ბრალის წარდგენა ანაკლიის პორტის წინააღმდეგაა მიმართული.