ანაკლიის პორტთან დაკავშირებულ საკითხზე, მთავრობასა და კომპანია white &case-ს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაზე საუბრისას გიორგი ქობულია ამბოს, რომ საინტერესოა რა რისკები არსებობს იმ შემთხვევაში, თუ ანაკლიის განვითარების კონსორციუმი კაპიტალის მოზიდვას ვერ შეძლებს. მისი თქმით, თუ კონსორციუმი ვერ შეასრულებს ინვესტიციის დროულად მოზიდვის ვალდებულებას ან მთავრობა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები ვერ შეთანხმდებიან, მთავრობამ სწორია, რომ იცოდეს კონსორციუმთან ხელშეკრულების შეწყვეტის რისკების შესახებ. ქობულიას განცხადებით, ამ მომენტში არანაირი სხვა ინვესტორები არ განიხილება. შეგახსენებთ, რომ მთავრობამ "ანაკლიის კონსორციუმთან" ხელშეკრულების შეწყვეტის ანალიზისთვის საერთაშორისო იურისტები დაიქირავა. კერძოდ, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტომ საერთაშორისო კომპანია White&Case LLP–სთან ხელშეკრულება გააფორმა, რომელიც სახელმწიფოს მიერ ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან საინვესტიციო შეთანხმების შეწყვეტის შესაძლო შედეგების ანალიზის მიწოდებას ითვალისწინებს.