ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილმა მინისტრმა გიორგი ქობულიამ ფოთის ახალი ღრმაწყლოვანი პორტის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას განაცხადა, რომ მის დროს რაღაც პროცესზე, პირობების განსაზღვრაზე და ბრძანების გამოცემაზე საუბარი არ ყოფილა.
"პალიტრანიუსის" კითხვაზე, ჰქონდა თუ არა ინფორმაცია გიორგი ქობულიას ამ ბრძანებისა და პროცესის შესახებ, ქობულია განმარტავს, რომ მისთვის გაუგებარია, რაზეა საუბარი და მისი მინისტრობის დროს რაიმე პროცესი ამ საკითხთან დაკავშირებით არ ყოფილა.
ამასთან, გიორგი ქობულია ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს ხელმძღვანელის გრიგოლ კაკაურიძის გადაყენების ფაქტსაც ეხმაურება და აცხადებს, რომ არაა გამორიცხული ბრძანება, რომლის გამოც გრიგოლ კაკაურიძე გაათავისუფლეს, ტექნიკური ბრძანება იყოს და არ ყოფილიყო საჭირო მისი ვინმესთვის შეთანხმება.