გიორგი ქობულია ანაკლიის პროექტის გადახედვას არ გამორიცხავს. ამ თემასთან დაკავშირებით ეკონომიკის მინისტრის პოსტზე წარდგენილმა გიორგი ქობულიამ ხუთი კომიტეტის სხდომაზე განაცხადა. დეპუტატები დაინტერესდნენ, რჩება თუ არა ანაკლის პროექტი პრიორიტეტად, როგორც ეს გიორგი კვირიკაშვილის პრემიერ-მინისტრობის დროს განიხილებოდა. ქობულიას აზრით, უკვე ჩატარებულ კვლევებს ახალი თვალით უნდა გადახედვა.