ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია ანაკლიის პორტის პროექტის პრობლემებზე საუბრობს. როგორც ქობულია აღნიშნავს, მან მინისტრად ყოფნის პერიოდში პროექტის კომერციულ დასაბუთებასთან დაკავშირებით არსებულ კითხვებზე პასუხები ვერ მიიღო. ყოფილ მინისტრს ანაკლიის პორტის პროექტში კითხვები ტვირთბრუნვის პროგნოზმა გაუჩინა. ქობულიას განცხადებით, კონსორციუმს არ გააჩნია დასაბუთება იმასთან დაკავშირებით, ანაკლიის პორტი სხვა ალტერნატიულ დერეფნებს ტვირთების გატარებაში რატომ მოუგებს. გარდა ამისა, ქობულია აღნიშნავს, რომ კონსორციუმის მხრიდან იმაზე აპელირებამ, რომ ამ პროექტში გეოპოლიტიკური ინტერესებიც იკვეთება, შესაძლოა კონსორციუმი ჩიხში შეიყვანოს. შეგახსენებთ, რომ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ 27 ივლისს განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმად, ეკონომიკისა ყოფილი მინისტრის, გიორგი ქობულიას მიერ გამოთქმული მოსაზრებები არასწორია. განცხადების თანახმად, გიორგი ქობულია პორტის ერთ-ერთი მოწინააღმდეგეა.