მთავრობამ კომპანია „მოდერნასთან" ვაქცინის წინასწარი შეკვეთა ჩაშალა. ინფორმაციას "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი კანდელაკი ავრცელებს. მისი თქმით, თუ ინფორმაცია ოფიციალურ დონეზეც დადასტურდება ყველა იმ პირის მიმართ, ვინც გადაწყვეტილება მიიღო სისხლის სამართლის საქმე უნდა აღიძრას.
კანდელაკის თქმით, საქართველოს ჰქონდა წინასწარი შეკვეთის განთავსების შესაძლებლობა კომპანია „მოდერნასთან“, რითაც ხელისუფლებამ არ ისარგებლა და დაკარგა შესაძლებლობა გადაერჩინა ასეულობით სიცოცხლე.
კანდელაკი პასუხისმგებლობას ჯანდაცვის მინისტრსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელს აკისრებს და ინფორმაციის დადასტურების შემთხვევაში მათზე სისხლის სამართლის საქმეების აღძვრას ითხოვს.
კანდელაკი ასევე შეეხო ვაქცინაციის საიტის გაუმართაობის საკითხს და აღნიშნა, რომ სისტემას აქვს მრავალი ხარვეზი, რაც აჩენს „კორუფციული სქემების ნიშნებს“.