„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი წევრის გიორგი კანდელაკის ინფორმაციით, რუს ჟურნალისტს, ვლადიმერ პოზნერს და დელეგაციის სხვა წევრებს საქართველოს შსს-სგან საშვები მინიჭებული ჰქონდათ. როგორც მან დღევანდელ ბრიფინგზე აღნიშნა, ქვეყანაში მათი შემოშვების გადაწყვეტილება უმაღლეს დონეზე მიიღეს და აღნიშნულ საკითხზე ინფორმირებული იყო შს მინისტრიც.
მისი თქმით, რუსეთის დელეგაციაში იყვნენ ის ადამიანები, რომლებიც პუტინის რეჟიმთან დაახლოებული პიროვნებები არიან. გიორგი კანდელაკი ვლადიმერ პოზნერის ვიზიტს რუსი პოლიტიკოსის სეგეი გავრილოვის სტუმრობას ადარებს.