გიორგი კანდელაკი NDI-ის კვლევაზე - რა გასაკვირია, რომ ხალხი პარლამენტს, რომელმაც მისი ცხოვრება გაართულა, ნდობას ვერ გამოუცხადებს - Palitra News

გიორგი კანდელაკი NDI-ის კვლევაზე - რა გასაკვირია, რომ ხალხი პარლამენტს, რომელმაც მისი ცხოვრება გაართულა, ნდობას ვერ გამოუცხადებს

2019-09-19 13:11:51+04:00

ფრაქცია "ევროპული საქართველოს" წევრმა, გიორგი კანდელაკმა NDI-ის კველევები შეაფასა. მისი თქმით ბოლო წლების განმავლობაში პარლამენტის მიერ მიღებულმა კანონებმა და რეგულაციებმა ხალხის მდგომარეობა "გაართულა და გააუარესა" - სწორედ ასე ხსნის კანდელაკი კვლევის შედეგებს, სადაც ინსტიტუტების საქმიანობის უარყოფითად შეფასების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი პარლამენტს აქვს.

კანდელაკის განცხადებით, გასაკვირი არ არის, რომ ხალხი არ ენდობა იმ ინსტიტუციას, რომელმაც გაჭირვება გაზარდა და ცხოვრება გაართულა.