ფრაქცია "ევროპული საქართველოს" წევრი გიორგი კანდელაკი მოუწოდებს მთავრობას, რომ აღარ გააჭიანუროს დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია ryanair-თან კონტრაქტის ხელმოწერა.
"მოაწეროს ხელი ამ კონტრაქტს და ქუთაისის აეროპორტი დაგეგმილ სიმძლავრეზე გაიყვანოს", - ამ განცხადებით გიორგი კანდელაკი ტურიზმის სფეროში ანტიკრიზისული ღონისძიებებს გამოეხმაურა.
მისივე თქმით, ქუთაისის აეროპორტის ტერმინალის გაფართოებას აქვს ერთწლიანი ჩამორჩენა, ამიტომ, მათ ხელთ არსებული ინფორმაციით, wizzair არ ამატებს რეისებს იმ ინტენსივობით, რაც თავად კომპანიას სურს.