რუსეთს, რა თქმა უნდა, ქოჩარიანი ურჩევნია ფაშინიანს. ფაშინიანი არასდროს იყო კომფორტული პარტნიორი. დემოკრატია, დასავლეთი და ისეთ რაღაცებს იძახის, რაც რუსეთში დიდად არ უყვართ, - ამის შესახებ კონფლიქტოლოგმა, გიორგი კანაშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ სომხეთის რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით განაცხადა.
კითხვაზე, არის აღქმა, რომ გეოპოლიტიკურად რუსეთმა წააგო და რატომ არ ჩაერია რუსეთი, კანაშვილი პასუხობს, რომ ამის რამდენიმე ფაქტორი არსებობს.