პარლამენტის ვიცე-სპიკერის გიორგი კახიანის განცხადებით, „ქართული ოცნების“ პარტიის წევრს სავალან მირზოევს „ლელოს“ აქტივისტი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. ამ საკითხზე „ქართული ოცნების“ ოფისში ბრიფინგი გაიმართა. როგორც კახიანმა განაცხადა, მომხდარის მოტივი, სავარაუდოდ, მირზოევის პარტიულ კუთვნილებას უკავშირდება. მისი შესაფებით, ფაქტის ამსახველი ვიდეო, რომელიც „ფეისბუქზე“ გავრცელდა, „მძიმე და შეურაცხმყოფელია“. გიორგი კახიანის ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება უკვე დაიწყო.