უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის გიორგი კახიანის განმარტებით, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქართველოს ტერიტორიაზე შემოშვებასთან დაკავშირებით, სახელმწიფო იღებს ისეთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც პანდემიური მდგომარეობით არის ნაკარნახევი. კახიანის განმარტებით, თუ ეს პიროვნება ქვეყნის მიერ დადგენილ ყველა რეგულაციას აკმაყოფილებს ის შეიძლება იყოს შემოშვებული საქართველოში.