„ქართული ოცნების" დეპუტატის გიორგი კახიანის განცხადებით შს მინისტრის გადადგომაზე საუბარიც არ არის და გადადგომის აუცილებლობაც არ არსებობს. რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოსდა „ქართული ოცნების“ რიგებში იყვნენ დეპუტატები, რომლებსაც ჰქონდათ გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნა, გიორგი კახიანის თქმით, "მას ასეთი დეპუტატი არ ეგულება".
ამასთან, კითხვაზე, 20 ივნისის ღამეს განვითარებული მოვლენების გამო, შესაძლებელია თუ არა რომელიმე ოპოზიციონერი ლიდერის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს, კახიანი პასუხობს, რომ კანონი თანაბრად ვრცელდება ყველაზე და თუ გამოიკვეთება დანაშაულის ნიშნები რომელიმე პოლიტიკოსის მხრიდან, ის პასუხისგებაში მიეცემა.