ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის განცხადებით, მხარს უჭერს „თიბისი ბანკის“ საქმეზე დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას.
შეგახსენებთ, რომ „თიბისის“ საქმეზე პროკურატურამ გიორგი ქადაგიძე გამოკითხვაზე დაიბარა. აღნიშნულს ქადაგიძე „ფეისბუქის“ პირად გვერდზე გამოეხმაურა. მისივე თქმით, საქმის მასშტაბისა და საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, გადაწყვიტა, ჩვენება არა პროკურატურაში გამოკითხვის გზით, არამედ პირდაპირ სასამართლოში მისცეს საჯაროდ.