პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით საზოგადოებას კარგად უნდა ესმოდეს, რომ ვირუსი დამარცხებული არ არის და ცალკეული ქვეყანა პანდემიას ვერ მოერევა.
როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, დღეს მთავრობის გადაწყვეტილებით ბევრი ეკონომიკური საქმიანობა იხსნება, რეალურად მას შემდგომ, რაც საზოგადოებრივი სატრანსპორტო ამოქმედდა ღია რესტორნები, სავაჭრო ცენტრები, ყველა სახის ბარები არის გახსნილი, ფაქტია, რომ ყველაფერი ეს იწვევს ქალაქში მოქალაქეების მობილობის ზრდას, რაც ვირუსის გავრცელების მეტ რისკს ქმნის.
მისი თქმით, ხელისუფლება იძულებულია ნელ-ნელა გახსნას ეკონომიკა და საზოგადოებას კარგად უნდა ესმოდეს, რომ ხელისუფლებას არ უკან დაბრუნების სურვილი.