გიორგი გახარიამ ყოფილ თანაგუნდელებზე ახალი იერიში მიიტანა. ყოფილი პრემიერ-მინისტრის თქმით, ქართული ოცნების წევრები პანიკაში არიან, რადგან რეიტინგს კარგავენ და მოქალაქეები მხარს მის პარტიას უჭერენ. გახარია ასევე ამბობს, რომ მისი გარემოცვის წევრებს ემუქრებიან და აიძულებენ იმის თქმას, რომ ყოფილი პრემიერი ნარკოდამოკიდებულია. გახარიას კონკრეტული გვარები არ დაუსახელებია, თუმცა მისი მტკიცებით, ნარკოტესტთან დაკავშირებით მის წინააღმდეგ პროვოკაცია იყო დაგეგმილი. რაც შეეხება სისხლიან ბანერებს, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ ეს კამპანიაც მის წინააღმდეგ არის მიმართული, თუმცა, მისი თქმით, მსგავსი პიარ კამპანიით ქართული ოცნება ვერაფერს გახდება.