პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას შეფასებით, თბილისში ჩატარებული "აბრეშუმის გზის ფორუმი" ძალიან წარმატებული იყო, რაც ფორუმში მონაწილეთა რაოდენობით დასტურდება. პრემიერმა ფორუმთან დაკავშირებით მთავრობის სხდომის დაწყებამდე ისაუბრა და მინისტრთა კაბინეტის წევრებს "აბრეშუმის გზის ფორუმის" წარმატებით დასრულება მიულოცა.
შეგახსენებთ, თბილისმა "აბრეშუმის გზის ფორუმს" უკვე მესამედ უმასპინძლა. საქართველოს 60-ზე მეტი ქვეყნის დაახლოებით 2000 დელეგატი ესტუმრა.