პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას შეფასებით, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი მედიის თვალსაზრისით საფრთხეს არ წარმოადგენს.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნულ საკანონმდებლო ინიციატივაში პირდაპირ წერია, რომ მედიას არ ეხება.
"ერთი რამ უნდა გაითვალისწინოთ, ის, რაც ქვეყანაში აქამდე ხდებოდა, ასეთი განუკითხაობა, ეს დასასრულებელია", - განაცხადა პრემიერმა.
შეგახსენებთ, კომუნიკაციების კომისიას დამატებითი ფუნქციები ენიჭება. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი პარლამენტს უკვე წარედგინა.