მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, ეროვნული უსაფრთხოების პირველი საბჭოს სხდომა გაიმართა. სხდომაზე საბჭოს მდივნის ფუნქცია დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელ ლევან იზორიას დაეკისრა. სხდომაზე უსაფრთხოების ჭრილში ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევები და რეგიონში მიმდინარე პროცესები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში არსებულ პრობლემებს, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფისა და ოკუპირებულ ტერიტოროებთან დაკავშირებულ გამოწვევებს.