პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ლენტეხში საგანგებო მდგომარეობის პირობების გამკაცრებასთან დაკავშირებით მთავრობა გადაწყვეტილებას საბოლოო ტესტირებების შედეგების შესაბამისად მიიღებს. როგორც გახარიამ აღნიშნა, მთავრობა ვითარებას აკვირდება და შესაძლოა, ზომების გამკაცრების გადაწყვეტილება არა ცალკეულ რეგიონებს, არამედ მთელ ქვეყანას შეეხოს. პრემიერმა განმარტა, რომ არამხოლოდ ლენტეხში სხვა რეგიონებშიც მომატებულია ინფიცირების შემთხვევები.