საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, სასურსათო-საკვები პროდუქციის ვაჭრობის სფეროში ბუნებრივი დანაკარგების ჩამოწერა მოხდება.
შესაბამისი განცხადება პრემიერმა მთავრობის სხდომაზე გააკეთა. მისი თქმით, აღნიშნული საკითხი დიდი ხანია დავის საგანი იყო ფინანსთა სამინისტროსა და კერძო სექტორს შორის.