პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, რაჭაში სტიქიის მასშტაბიდან გამომდინარე, ინფრასტრუქტურის სრულფასოვან აღდგენას დრო დაახლოებით 2021 წლის გაზაფხულამდე დასჭირდება. როგორც პრემიერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განმარტა, ამ დროისთვის სტიქიის ზონაში ყველა სოფელს მიწოდება წყალი და ელექტროენერგია. თუმცა კაპიტალური სარემონტო სამუშაოები გაგრძელებას და დამატებით თანხებს საჭიროებს. რისთვისაც მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მთავრობა რაჭაში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ 45 მილიონამდე ლარს გამოყოფს.