შს მინისტრის თქმით, მას მამუკა ხაზარაძესთან ბიძინა ივანიშვილის დავალებით არანაირი საუბარი არ ჰქონია, - ამის შესახებ გიორგი გახარიამ იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, ჰქონდა თუ არა მას საუბარი "თიბისი ბანკის" საქმეზე ხაზარაძესთან და სთხოვა თუ არა მას წილების დათმობა. ამასთან, გახარია აცხადებს, რომ "თიბისი ბანკის" მნიშვნელობა ეროვნულ ბანკს კარგად ესმის. გახარიას მიერ მამუკა ხაზარაძესთან "თიბისი ბანკის" წილების დათმობაზე მოლაპარაკებების გამართვის შესახებ ინფორმაციას "რუსთავი 2" ავრცელებს. კომენტარი აღნიშნულ საქმეზე დღეს მთავრობის კიდევ ერთმა წევრმა გააკეთა. დავით სერგეენკო იმედს გამოთქვამს რომ გამოძიება ყველაფერს ნათელს მოფეს.