პარლამენტის წინ შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით უკვე 27 დღეა საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. 27-ე დღეს, აქცია ერთგვარ პერფორმანსს დაეთმო, სადაც სატელევიზიო ფორმატის გადაცემა გაკეთდა, რომელსაც მიშა მშვილდაძე და შოთა დიღმელაშვილი გაუძღვნენ. რაც შეეხება მომდევნო დღეებს, 17 ივლისს პარლამენტის წინ, აქციის ფარგლებში ე.წ. წიგნის დღე გაიმართება, 18 ივლისს თავისუფალი მედიის დღე, 19 ივლისს კი ელექტრონული მუსიკის კონცერტია დაგეგმილი.