“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებმა სააკაძის მოედანზე აქცია-პერფორმანსი გამართეს.აქციის მონაწილეებმა საგზაო მოძრაობა შეაჩერეს და შს მინისტრს მიმართეს შეძახილებით „გახარია წადი!“. როგორც პალიტრა ნიუსს აქციის ერთ-ერთმა მონაწილე ბესო შენგელიამ განუცხადა, აქცია ემსახურება მხოლოდ ერთ მიზანს - გიორგი გახარიას თანადგომიდან გადადგომას, რა მოთხოვნაც მომავალში უფრო მაშტაბურ სახეს მიიღებს.