გიორგი გახარიამ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელად მარიანა მორგოშია წარადგინა. მარიანა მორგოშია 2017 წლის აპრილიდან დღემდე სსიპ-ის - „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი იყო. მან ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტი და ასევე კავკასიის ბიზნეს სკოლა დაამთავრა. გიორგი გახარიამ საკადრო ცვლილებები შინაგან საქმეტა მინისტრად დანიშვნისთანავე დაიწყო. ახალმა მინისტრმა სამივე მოადგილე შეცვალა.