შს მინისტმა გიორგი გახარიამ, შესაძლოა, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნის თანამდებობაც შეითავსოს. პალიტრანიუსის ინფორმაციით, ეს არის ერთ-ერთი ვარიანტი, რომელსაც ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანთან დაკავშირებით მთავრობაში განიხილავენ.აღსანიშნავია, რომ პარლამენტში ინიცირებისათვის წარდგენილი კანონის პროექტის თანახმად, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნის ფუნქციას სწორედ საბჭოს ერთ-ერთი წევრი ასრულებს. ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ფორმირება ახალი კონსტიტუციის ძალაში შესვლის შემდეგ დადგა დღის წესრიგში, რადგან აქამდე არსებული უშიშროების საბჭო გაუქმდა. "ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის" შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებები და მისგან გამომდინარე საკანონმდებლო ინიციატივები პარლამენტს ბიუროს დღევანდელ სხდომაზე წარედგინება