პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საკუთარი პოლიტიკური არჩევანი მთაწმინდის საარჩევნო უბანზე გააკეთა. როგორც პრემიერმა ჟურნალისტებთან განაცხადა, ყველა პოლიტიკოსმა უნდა იგრძნოს პასუხისმგებლობა და პოლიტიკურმა პროცესებმა პარლამენტში უნდა გადაინაცვლოს.
ამასთან, გახარია აცხადებს, რომ ხელისუფლებამ და ოპოზიციამ ერთად მუშაობა უნდა ისწავლოს.