მმართველი გუნდის წევრები შს მინისტრის ინტერვიუს აფასებენ. ვიცეპრემიერის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, შეკითხვის ასე დასმა - იყო თუ არა ჩართული კრიზისის მართვის პროცესში რომელიმე არაუფლებამოსილი პირი, საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება. მინისტრი მაია ცქიტიშვილი მსგავს თემებზე სპეკულაციას „ნაციონალური მოძრაობის“ და რადიკალური ძალების ინტერესებს უკავშირებს. საპარლამენტო უმრავლესობაში კი აცხადებენ, რომ გიორგი გახარიამ ყველა კითხვას ამომწურავი პასუხი გასცა.