საქართველოს ორი ახალი ვიცე-პრემიერი ჰყავს. აღნიშნულ თანამდებობებზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისრტრი მაია ცქიტიშვილი მთავრობის სხდომაზე წარადგინა.
მაია ცქიტიშვილი ვიცე-პრემიერი ეკონომიკური მიმართულებით იმუშავებს.
პრემიერმა ვიცე-პრემიერად დავით ზალკალიანის კანდიდატურის შერჩევაც განმარტა და აღნშნა, რომ ქვეყნისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია ოკუპაციაზე პასუხი და ევროსტრუქტურებში ინტეგრაცია.