კორონავირუსთან დაკავშირებით მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრთან საგანგებო საბჭოს შეხვედრა გაიმართა. როგორც ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს ქვეყანაში პანიკის საფუძველი არ არსებობს. ეკატერინე ტიკარაძე ამბობს რომ ქვეყანაში საკმარისი საკარანტნე სივრცეები არსებობს, ისევე როგორც სათანადოდ არწურვილი და მომზადებული საავადმყოფო სივრცეები. მინისტრი ამბობს რომ მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის რომ საქართველოში ეპიდემია არ გავრცელდეს.