შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ხონში იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ხონის რაიონული სამმართველოს ახალი შენობა გახსნა. მინისტრმა თანამშრომლებს ახალ შენობაში წარმატებული და ეფექტიანი მუშაობა უსურვა. შსს-ს ცნობით, ორსართულიანი შენობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყო, უახლესი ტექნიკითა და ინვენტარით აღიჭურვა. პოლიციის ახალი შენობის ინფრასტრუქტურა კეთილმოწყობილია და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზეა ადაპტირებული.