„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ხატია დეკანოიძის განცხადებით, შს მინისტრმა ბოლო სატელევიზიო ინტერვიუში 10 ტყუილი თქვა. დეკანოიძის აზრით, გიორგი გახარიას განცხადებები მხოლოდ პოსტის შენარჩუნებას ემსახურებოდა და მისი პასუხისმგებლობის საკითხი ძალიან მალე დადგება. კერძოდ, დეკანოიძე განმარტავს, რომ გახარიამ პასუხისგებლობა დააკისრა ოპოზიციას გავრილოვის საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით, რაც აბსურდულია. მისივე თქმით, გახარია ტყუის როდესაც აცხადებს, რომ სამართლებრივი საფუძველი გავრილოვის ქვეყანაში არ შემოშვების არ ყოფილა. დეკანოიძე ასევე ტყუილს უწოდებს მინისტრს განცხადებებს ხელისუფლების რეაგირებაზე, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაზე, აქციის მონაწილეების გაფრთხილებაზე, ოპოზიციის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებსა და სხვა საკითხებზე.