გიორგი გახარია ზალკალიანი-ლავროვის შეხვედრაზე - ომი გამოსავალი არ არის და უნდა ველაპარაკოთ ყველას - Palitra News

გიორგი გახარია ზალკალიანი-ლავროვის შეხვედრაზე - ომი გამოსავალი არ არის და უნდა ველაპარაკოთ ყველას

2019-09-27 11:02:38+04:00

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანისა და რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შეხვედრას გამოეხმაურა.

გახარია იმედოვნებს, რომ ეს შეხვედრა ხელს შეუწყობს საქართველოსა და რუსეთს შორის ურთულესი პრობლემების მოგვარებას. მისივე თქმით, ომი გამოსავალი არ არის და ერთადერთი გზა ურთიერთობის მოგვარების არის საერთაშორისო წესები, საერთაშრისო კანონმდებლობა და მჭიდრო თანამშრომლობა პარტნიორებთან.