"თიბისი ბანკზე" კიბერ შეტევა უკვე ლიკვიდირებული იყო ვიდრე კონკრეტული ადრესატისგან ჩვენ წერილს მივიღებდით - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. ჟურნალისტები დაინტერესდნენ ზოგადად ოპოზიციონერი დეპუტატების ბრალდებებით გიორგი გახარიას მისამართით, რომელიც შეეხებოდა თიბისი ბანკის საქმეს და გიორგი გახარიას გავლენებს, ასევე წინასაარჩევნო კამპანიის დროს გიორგი გახარიას მონაწილეობას საარჩევნო კამპანიაში სამეგრელოს რაიონში.