როგორც თითოეული სამოქალაქო პირის, ასევე დაზარალებული პოლიციელის შემთხვევაში ჩატარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. ყველა, განურჩევლად მათი სტატუსისა, იქნება პასუხისგებაში მიცემული,- ამის შესახებ შს მინისტრმა გიორგი გახარიამ გურჯაანში „ჯეო ჰოსპიტალსის“ საავადმყოფოში განაცხადა, სადაც მან ველისციხეში დაპირისპირებისას დაშავებული 6 პოლიციელი მოინახულა და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მოისმინა. შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის პარალელურად გაერთიანებული ოპოზიცია თელავში აქციის გამართვას გეგმავდა, თუმცა მათ სოფელ ველისციხიდან თელავისკენ გზის გაგრძელება ვეღარ შეძლეს, რასაც აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოჰყვა.