გიორგი გახარია ვაჟა გაფრინდაშვილზე - სახელმწიფო ორგანოები 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ - Palitra News

გიორგი გახარია ვაჟა გაფრინდაშვილზე - სახელმწიფო ორგანოები 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ

2019-11-21 11:05:15+04:00

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომა ოკუპირებული რეგიონის დე-ფაქტო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ქართველი ექიმის შესახებ საუბრით დაიწყო. გიორგი გახარიას განცხადებით, სახელმწიფო ორგანოები 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ და იდგმება ნაბიჯები, რომელიც აუცილებელია მსგავს მძიმე სიტუაციაში. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, პროცესის სპეციფიკურობიდან გამომდინარე, ინფორმაციის გავრცელებისას ყველამ უნდა გაითვალისწინოს შესაბამისი სტანდარტები.