პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები შეაფასა. გიორგი გახარიას განცხადებით ბოლო დღეების განმავლობაში ჩანს, უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების ყველა ეს დესტრუქციული ქმედება, რომელიც მიზნად ისახავს არა ცალკეული ინსტიტუტების, არამედ სახელმწიფოს ბლოკირებას.
ამასთან, პრემიერ-მინისტრი მიმართავს და მოუწოდებს მინისტრთა კაბინეტს, გააორმაგონ ყურადღება და კონცენტრაცია, სახელმწიფო ინსტიტუტების ეფექტური მუშაობის გასაგრძელებლად.