საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრ პიტერ სიიარტოს შეხვდა. მხარეების შეფასებით, პანდემიის დაწყების შემდეგ, საქართველოში განხორციელებული პირველი მაღალი დონის ვიზიტი მნიშვნელოვანი სიგნალია იმისა, თუ რაოდენ მჭიდროა საქართველოსა და უნგრეთის პარტნიორული ურთიერთობები.
შეხვედრისას, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო პერსპექტივები.
პიტერ სიიარტომ მაღალი შეფასება მისცა საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებულ რეფორმებს და აღნიშნა, რომ ქვეყანა არის ლიდერი, როგორც აღმოსავლეთ-პარტნიორობის, ისე ნატო-სთან ურთიერთობის თვალსაზრისით.