2020 წელს ტურისტული მიმართულებით 115 მილიონი ლარი დაიხარჯება და სექტორში გადაწყვეტილებები მხოლოდ ბიზნესთან კომუნიკაციით იქნება მიღებული.
"არც ერთი ნაბიჯი სექტორში გადადგმული არ იქნება თქვენთან საუბრის გარეშე, წესი, რომლის მიხედვითაც ჩვენ უახლოესი პერიოდი ვიმოქმედებთ", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.
გიორგი გახარიამ ხაზი გაუსვა ბაზრების დივერსიფიცირებისა და ახალი ტურისტული პროდუქტების შექმნის აუცილებლობას.