გიორგი გახარია - ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებასთან დაკავშირებით დამატებითი მოლოდინების შექმნა და წუთების თვლა არ არის სწორი - Palitra News

გიორგი გახარია - ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებასთან დაკავშირებით დამატებითი მოლოდინების შექმნა და წუთების თვლა არ არის სწორი

2018-03-06 12:27:56+04:00

არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებასთან დაკავშირებით დამატებითი მოლოდინების შექმნა და წუთების თვლა არ არის სწორი, - ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. მისივე თქმით, ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი მაქსიმუმს აკეთებს, რომ ეს ტრაგიკული პრობლემა გონივრულ ვადებში მოგვარდეს. “რა თქმა უნდა, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს ტრაგიკული პრობლემა გადაწყდება გონივრულ ვადებში და ამისთვის მაქსიმუმს გავაკეთებთ. დღეს კონკრეტულ დღესა და დროზე კომენტარს არ გავაკეთებ, რამეთუ ეს არ არის სწორი. უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ კონკრეტული მოქალაქეების, ადამიანების ტრაგედიებზე ვსაუბრობთ., - განაცხადა გახარიამ.