გიორგი გახარია - სვეტიცხოველი არის ქართული ეკლესიის, მცხეთა კი ქართული ისტორიის სიმბოლო - Palitra News

გიორგი გახარია - სვეტიცხოველი არის ქართული ეკლესიის, მცხეთა კი ქართული ისტორიის სიმბოლო

2019-10-14 14:52:04+04:00

სვეტიცხოველი არის ქართული ეკლესიის სიმბოლო, მცხეთა კი არის ქართული ისტორიის სიმბოლო, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, სვეტიცხოველში განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, მისთვის დიდი პატივია ამბიონიდან მოქალაქებისთვის მიმართვა. შეგახსენებთ 14 ოქტომბერს საქართველოში სვეტიცხოვლობა აღინიშნება.

ამ დღესთან დაკავშირებით სრულიად-საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში წირვა აღავლინა.