შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, შსს-ს აქვს ბერკეტი, ქვეყანაში კანაფის სამედიცინო თვალსაზრისით კულტივაცია-ექსპორტზე ეფექტური კონტროლი განახორციელოს. როგორც გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, თუ ამ საკითხთან დაკავშირებით შეკითხვები არსებობს, კონსულტაციები გაგრძელდება და გადაწყვეტილებები ფართო პლატფორმის ფარგლებში იქნება მიღებული.