"ჩავატარეთ 10 საერთაშორისო სპეცოპერაცია, რომლის ფარგლებშიც დაკავებული იყო 166 დამნაშავე, მათ შორის ქართული წარმომავლობის 10 კანონიერი ქურდი", - ამის შესახებ შს მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში, "მინისტრის საათის" ფარგლებში გამოსვლისას განაცხადა. გიორგი გახარიამ საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის ნაწილში სამინისტროს მიღწევებზე ისაუბრა.