"საქართველოს პოლიცია და შს სამინისტრო პრინციპულად აკონტროლებს ყველაფერს, რაც ხდება ჩვენს ქუჩებში, ასევე დანაშაულის მიმართულებით", - ამის შესახებ ჟურნალისტებს შს მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში პრემიერის გამოსვლის შემდეგ განუცხადა.გახარიას განცხადებით, სტატისტიკა მძიმე დანაშაულებთან მიმართებაში კლებადია, თუმცა არსებობს მიმართულებები და დანაშაულები, სადაც მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის ამაღლების საჭიროებაა.შს მინისტრის შეფასებით, პრობლემების მოგვარების შინაარსობრივი საუბრის მაგივრად, პოლიტიკური განცხადებები მოისმინა.